აჭარის რეგიონში წითელას დაავადების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჩხაიძემ აღნიშნა, დაავადებულებს შორის სამი წლის ბავშვია.
მისი თქმით, სამი წლის პატარა ამბულატორიულ მკურნალობის კურსს გადის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ოთხივე შემთხვევა წითელას კლასიკური მაგალითია და განსაკუთრებულ გართულებებს ადგილი არ აქვს. ორი პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას იტარებს, ორი პაციენტი ამბულატორიულად განაგრძობს მკურნალობას. ოთხივე პაციენტის კონტაქტები დადგენილია და მათ მიიღეს მვაქცინის შესაბამისი დოზები", - განაცხადა ჩხაიძემ.
მარიამ ჩხაიძის ინფორმაციით, წითელას ვაქცინაციისთვის მედიკამენტები აჭარაში უკვე შეტანილია.