"კობა დავითაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" - "ხალხის პარტიის" ლიდერის საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზვნა.
საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს ელიავას ბაზრობიდან დავითაშვილის გატაცების ფაქტს, რომლის დროსაც "ხალხის პარტიის" ლიდერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრის თანახმად, დავითაშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებები დაირღვა. საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა" მოამზადა, რომელიც სტრასბურგში დავითაშვილის ინტერესებს დაიცავს.