ნიჟნი ნოვგოროდელი ბიზნესმენები ოკუპირებულ აფხაზეთში თევზსაშენი მეურნეობის გახსნას აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს
მათი ინფორმაციით, ბიზნემენები თავად ჩამოვიდნენ აფხაზეთში და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს თავისი ბიზნესწინადადებები წარუდგინეს. მათი თქმით, აფხაზეთში ამის პოტენციალი არსებობს და ამიტომაც ისინი მზად არიან ამ დარგში ინვესტიცია განახორციელონ.
აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ თევზსაშენი მეურნეობის შექმნას ხელს შეუწყობენ.