საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი 25 თებერვლისთვის გადაიდო.
ამის მიზეზი გამსახურდიას ახალი ადვოკატის, გიორგი ქოიავას შუამდგომლობა გახდა, რომელმაც საქმის მასალის გასაცნობად რამდენიმედღიანი ვადა ითხოვა.
პროცესი 25 თებერვლის 12:00 საათზე განახლდება.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელი სხდომისგან განსხვავებით, დღევანდელ პროცესს თავად განსასჯელი - ცოტნე გამსახურდიაც ესწრებოდა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 27 ოქტომბერს მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. გამსახურდიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს ბრალი. თავად დაკავებული აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და გასული წლის 25 დეკემბრიდან შიმშილობს.