საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას, ორი ადვოკატი დაიცავს.
მეორე ადვოკატი ბრალდებულს სასამართლომ ქეთი ბექაურის მოთხოვნით დაუნიშნა, რომელიც გამსახურდიას ინტერესებს აქამდე იცავდა.
როგორც ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მეორე ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნის მიზეზი ის გახდა, რომ ვინაიდან გამსახურდიას ორი სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით ასამართლებენ, გუშინდელ პროცესზე სახელმწიფომ ბრალდებულის წინააღმდეგ ორი პროკურორი წარმოადგინა.
"მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით კი, პროცესზე მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაცული უნდა იყოს. აღნიშნულის გამო, მეორე ადვოკატის დანიშვნა მოვითხოვეთ, რათა ბალანსი დაცული ყოფილიყო", - განუცხადა ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ცოტნე გამსახურდიას ქეთი ბექაურთან ერთად გიორგი ქოიავა დაიცავს.