სოხუმში მომხდარი ყაჩაღობის შედეგად N 10 საშუალო სკოლის პედაგოგთა ხელფასები გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე დააყაჩაღეს, რომელსაც პედაგოგთათვის დასარიგებელი ხელფასები სკოლაში მიჰქონდა. ბოროტმოქმედების მიერ გატაცებული თანხა 500 ათას რუბლზე მეტს შეადგენს.
აფხაზი ე.წ. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ფულის გადატანა ყველა ნორმის დარღვევით ხორციელდებოდა. მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები