სეპარატისტულ აფხაზეთში "დაბრუნებას" რამდენიმე დღეში 9 სირიელი აფხაზი აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სირიაში კონფლიქტის დაწყების შედეგად აფხაზეთში უკვე "დაბრუნებულია" 180 აფხაზი.
ამას გარდა, მათივე ინფომციით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუწყობს "სირიიდან აფხაზი თანამემამულეების დაბრუნებას და მათ ადაპტაციას ისტორიულ სამშობლოში".
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ აფხაზეთში დაბრუნება 200 ადამიანზე მეტს სურს. სირიაში კი მათ ამჟამად ისეთი მდგომარეობა აქვთ შექმნილი, რომ სახლიდანაც ვერ გამოდიან.