მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, კიდევ ერთი არჩევნების გაყალბება "მორიგი პოლიტიკური ჭექა-ქუხილის" დაწყების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ამასთან, გაჩეჩილაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიმართ სპეკტიკურადაა განყობილი და დარწმუნებულია, რომ წინა არჩევნების მსგავსად ისიც გაყალბდება.
"საქართველოში არჩევნები ვერაფერს შეცვლის, რადგან ის ისევ გაყალბდება", - განუცხადა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს.