2010 წლის 23 თებერვალს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართება ძველი და ახალი ქვილთის (სადა ქსოვილებზე ფერადი ნაჭრებით შედგენილი კომპოზიცია) გამოფენა.
საქართველოში ქვილთის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს უძველესი გადასაფარებლები თუ კედლის პანოები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ მოწყობილ ექსპედიციებში მოძიებული ქვილთის უიშვიათესი ნიმუშები.
კიდევ ერთი დეტალი: როცა ამერიკასა და ევროპაში ქვილთის ტექნიკა იხვეწებოდა და ვითარდებოდა, საქართველოში ის უკვე ნაკლებპოპულარული იყო.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გამოიფინება ოთხმოცდაათამდე ექსპონატი. ეს სხვადასხვა დროისა და ეპოქის ქვილთის ერთად თავმოყრისა და გამოფენის პირველი შემთხვევაა.
გამოფენის დათვალიერება მსურველებს 31 მარტამდე შეეძლებათ.