ხვალ, 2 აპრილს, 11:00 საათზე ზუგდიდის გამგეობის შენობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სამეგრელოს მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებსა და გამგებლებს შეხვდება.
შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია.
შეხვედრას, ასევე, დაესწრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრი კოტე კანდელაკი.
შეხვედრის მიზანია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღონ დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შესახებ, ჩაერთონ რეფორმის მომზადების პროცესში და გამოთქვან საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები.
მასალის გამოყენების პირობები