"ჩვენთვის ეს სახელმწიფო საზღვარია მეზობლად მდებარე არამეგორულ სახელმწიფოსთან, ამიტომაც მისი გამაგრება სამხერთ ოსეთის კანონმდებლობის მიხედვით წარიმართება", - ეს განცხადება ე.წ. რწმუნებულმა პოსტკოფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა სეპარატისტთა ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე გააკეთა, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა ჩატარებულ რაუნდს ეხებოდა.
ჯიოევმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ მოლაპარაკებებზე პრეტენზა გამოთქვა ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრებითი სამუშაოების გამო, რომელიც სეპარატისტთა მხრიდან ტარდება.
"ჩვენთვის ეს სახელმწიფო საზღვარია მეზობლად მდებარე არამეგორულ სახელმწიფოსთან, ამიტომაც მისი გამაგრება სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის მიხედვით წარიმართება. ჩვენ ერთი მეტრითაც კი არ ვარღვევთ საქართველოს ტერიტორიას, ეკლიანი მავთულხლართიც კი ჩვენს მხარეს იმყოფება_ განაცხადა თიბილოვმა.