დიაპოსპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გათვლებით, ქვეყანაში 500-600 მლნ დოლარის დიასპორული კაპიტალის მოზიდვაა შესაძლებელი.
როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2010 წლის სამუშაო გეგმაშია გაწერილი, აღნიშნული ოდენობის კაპიტალის მოზიდვა სამინისტროს სწორი სტრატეგიისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი.
უფრო კონკრეტულად, გეგმის მიხედვით, საზღვარგარეთ მოღვაწე შრომითი მიგრანტების მხოლოდ 2%-ის მიერ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირების შემთხვევაში, ქვეყანაში ამ გზით 300-400 მლნ დოლარის-ის შემოდინებაა შესაძლებელი. ტურისტული მოგზაურობით მყოფი დიასპორის 1-%-ის მიერ საშუალოდ 800 დოლარის დახარჯვის შემთხვევაში 70-100 მლნ დოლარის, ხოლო საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი თანამემამულეთა 1 %-ის მიერ ქართულ ბანკებში ანაბრების გახსნის შემთხვევაში, საბანკო სექტორში ამ გზით რეალურია წელიწადში 30-50 მლნ დოლარის მოზიდვა.