იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
სააგენტოს თანამშრომლებმა აჭარის სატყეო სააგენტოსთან ერთად, ხელვაჩაურის სატყეო ტერიტორიაზე წაბლის ხის 200 ნერგი დარგეს. აღნიშნული ნერგები გამოყვანილია და წაბლში გავრცელებული დაავადებების მიმართ მდგრადია.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ 21 მარტიდან დაიწყო აქცია „ დარგე ხე იმიტომ, რომ ...". აქციაში მონაწილეობის მისაღებად სურვილი პირველებმა საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა გამოთქვეს.
აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, რათა დაასრულოს წინადადება და ჰქონდეს თავისი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დარგოს ხე.