კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის გადასარჩენად ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი მიმდინარეობს.
საქველმოქმედო კონცერტი ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერშიც გადაიცემა.
კონცერტში სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი, დათო ევგენიძე, ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნატო გელაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, მერაბ სეფაშვილი, ნინო ჩხეიძე, ლაშა ღლონტი, ნეკა სეფისკვერაძე, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, ჯგუფები - „მგზავრები", „ეგარი", „ქართული ხმები", თეატრალური კვარტეტი, „ალილო", „კახაბერი და ხანუმები", „შვიდკაცა", „ფრანი" და „ფორტე" მონაწილეობენ.
საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა მსახიობის პირად ანგარიშზე გადაირიცხება.
გიორგი ყორღანაშვილის დახმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მის დასახმარებლად მოქმედებს სატელეფონო ხაზი - 09 01 800 804, რომელზე დარეკვის შემთხვევაში, 1 ლარი გიორგი ყორღანაშვილის ანგარიშზე ირიცხება.
ბანკში კი სპეციალური ანგარიშია გახსნილი, რომლის რეკვიზიტებია - GE13BR0000010150958229 - GIORGI KORGANASHVILI (ბანკი რესპუბლიკა).
გიორგი ყორღანაშვილს ურთულესი ოპერაცია - ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, რომელიც დაახლოებით, 500 ათასი აშშ დოლარი ჯდება.