ხვალიდან, პირველი აპრილიდან 67 წლამდე პენსიონერთა პენსია 110-ლარიდან 125-ლარამდე მოიმატებს. პენსია ასევე გაზრდებათ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც, ხოლო 2013 წლის პირველი ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის არსებული პირველ წევრზე პენსია 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი გაიცემა. ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე, არსებული 24 ლარის ნაცვლად 48 ლარი გაიცემა.
შეგახსენებთ, რომ უკვე პირველი სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან გაიზრდება 150 ლარამდე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და II ჯგუფის ინვალიდობის პენსია 70 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე; მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია 55 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე.