დღეს, 30 მარტს 11:00 საათზე „აჭარის დასაქმების სააგენტოს" ოფისში
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სავარძელ-ეტლები გადაეცემათ.
ღონისძიებები უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II საიუბილეო თარიღისადმი მიძვნილი საქველმოქმედო აქცის გრძელდება.
12:00 საათზე ორგანიზატრები წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ეწვევიან და თავშესაფრის ბინადრებს სავარძელ-ეტლებს, ტანსაცმელს და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემენ.
13:00 საათზე ჩაქვში „წმინდა დავით მეფის სახელობის სათნოების სახლში" გადაინაცვლებენ და აღსაზრდელებს სასკოლო და კლასგარეშე ლიტერატურას, ტანსაცმელებსა და ფეხსაცმელებს დაურიგებენ.
14:00 საათზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სავარძელ-ეტლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაცემათ.
საქველმოქმედო ღონისძიება „აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს" და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის'' ორგანიზებით იმართება.