ქუთაისში ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ფალიაშვილის ქუჩა გადაკეტეს და გზის სავალი ნაწილი პარალიზებული იყო.
მოვაჭრეები ხელისუფლებისგან გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ. მათი თქმით, მომხმარებელი სასურველ პროდუქტს ქუჩაში ყიდულობს, რის გამოც მათ მუშაობა ეზღუდებათ. მოძრაობის აღდგენა საპატრულო პოლიციის ჩართვის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მსგავსი აქცია ქუთაისში იმავე მოთხოვნით რამდენჯერმე მოეწყო. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წამომადგენლების განცხადებით, მათ გარემოვაჭრეების დაჯარიმების საშუალებას კანონმდებლობა არ აძლევს და ისინი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან.