სოციალური იზოლაცია საშუალო ასაკის ადამიანებში ზრდის სიკვდილიანობის რიცხვს. ამასთან, ეს ხდება მიუხედავად იმისა გრძნობენ თუ არა ისინი თავს მარტოხელად. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფსიქოლოგები, რომლებიც 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 52 წელზე მეტი ასაკის 65 ათას ბრიტანელს.
სპეციალისტები დიდი ხანია აცხადებენ იმის შესახებ, რომ მარტოხელობა შეიძლება საშიში იყოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. მაგრამ, პირველად აღინიშნა,რომ სოციალური კონტაქტების შემცირება (ნათესავებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან) ასევე ნეგატიურად აისახება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
კვლევებმა აჩვენა,რომ სოციალურმა განმარტოებამ კვლევებში მონაწილე რესპოდენტებს შორის 26%-ით გაზარდა სიკვდილიანობის დონე.
მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს გარშემომყოფთათვის სოციალური კონტაქტის შენარჩუნების აუცილებლობას.
"სოციალური იზოლაცია განსაკუთრებით საშიშია მოხუცებისთვის და ამიტომ საზოგადოებამ ძალისხმევა არ დაიშუროს, რათა მათ მარტოობა შეუმსუბუქონ",- მიიჩნევს კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი სტეპნო.