მარილი გულსისხლძარღვთა დაავადებისა და ოსტეოპოროზის პროვოკატორად ითვლება. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ "გამამტყუნებელ სიას" აუტოიმური დაავადება უნდა დაემატოს, რომლის შემადგენლობაში შედის გაფანტული სკლეროზი.
მარილის ჭარბი რაოდენობით მიღება შეიძლება აუტოიმუნური დაავადებების რაოდენობის გაზრდის ძირითადი მიზეზი გახდეს, წერენ ჟურნალ Nature-ში მკვლევარები. მათი დასკვნები რამდენიმე ნამუშევარზე დაყრდნობით გაკეთდა, სადაც განიხილებოდა ანთებასთან დაკავშირებული გარკვეული კლასის უჯრედების როლი.
დიეტები მარილის (ნატრიუმი) გადამეტებული რაოდენობით პროვოცირებს სპეციფიური იმუნური უჯრედების აქტიურობის ზრდას, რომელიც დაკავშირებულია აუტოიმუნურ დაავადებასთან, ეს უჯრედები მნიშვნელოვანია პათეგენური მიკროორგანიზმებისაგან დასაცავად. მიღებული შედეგები ადასტურებს იმას, რომ მარილს შეუძლია გაფანტული სკლეროზისა და პირველი ტიპის დიაბეტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს - განსაკუთრებით მათში, ვინც გენეტიკურად მიდრეკილია ამ დაავადებისადმი.
ასე, რომ ადამიანებისთვის აუტოიმუნური დაავადების მაღალი რისკით მარილის მოხმარების შემცირება შეიძლება ჯანსაღი იდეა იყოს.
აუტოიმუნური დაავადებების ჯგუფში შედის ასევე : ფსორიაზი, რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება.
უკვე ცნობილი ფაქტია,რომ მარილის დიდი ოდენობით მოხმარება ზრდის გულსისხლძარღვთა და ჰიპერტონიის დაავადებების რისკს.