გერონტოლოგიის სფეროში (მეცნიერება ორგანიზმის დაბერების შესახებ) ბოლო აღმოჩენები ფართოდ გამოიყენება ანტიასაკობრივი კოსმეტოლოგიის ინოვაციის შესამუშავებლად. უჯრედების "კვება" თანდათანობით იცვლება მასზე პირდაპირი მასტიმულირებელი ზემოქმედებით.
XX საუკუნის კოსმეტოლოგია აქცენტს კანის დაბერების პროცესის შენელებაზე, გარეგანი ეფექტის, კანის სიგლუვესა და ელასტიურობაზე აკეთებდა. ძირითადად გამოიყენებოდა ვიტამინების კომპლექსი, მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ექსტრაქტები, ეთერზეთები და ა.შ. კანის მოვლის ასეთი მეთოდი გვაგონებდა სხვადასხვა ინსტრუმენტებით სავსე ყუთს, სადაც თითოეული მათგანი გამოიყენებოდა ერთი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად.
მაგრამ,დღეს ნებისმიერი პროფესიონალი კოსმეტოლოგი მოწოდებულია არა მარტო ‘'გამოკვებოს" კანის უჯრედები, არამედ შეცვალოს მათი გენეტიკური პროგრამა, პირდაპირი მნიშვნელობით აუკრძალოს კანს დაბერდეს.
ბიოტექნოლოგები ცდილობენ შექმნან ნივთიერებები,რომლებიც იდენტურია იმისა, რასაც ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს და ინარჩუნებს მის ახალგაზრდა მდგომარეობას უჯრედების დონეზე.
თანამედროვე კოსმეტიკური საშუალება მრავალფუნქციურია.ისინი არა მარტო იბრძვიან ასაკობრივი ცვლილების დასაძლევად, არამედ აქვთ დამატენიანებელი, მათეთრებელი და გამწმენდი ეფექტი. მათ შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მიხედვით, ისინი უფრო ნიღაბს გვაგონებს, ვიდრე ტრადიციულ სახის კრემს.
დღეისათვის ანტიასაკობრივი პროდუქტებისთვის ყველაზე პოპულარულ ინგრედიენტებს გუალირონის მჟავა და დიმეთილამინოეთანოლი წარმოადგენს.