პრეზიდენტი ბათუმში სტიქიით მიყენებული ზარალს გაეცნო. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა ბათუმის სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოები აზიის ბანკს უნდა განეხორციელებინა, თუმცა პროცესი შეჩერებულია.
მიხეილ სააკაშვილის განაცხადებით, თუ ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ჩატარდება ქალაქს ზღვით წაღების საფრთხე ემუქრება.
"ჩვენ მოვამზადეთ ტექნიკურ-ეკონომიკური ბაზა. უკვე შეთანხმებული ვიყავით აზიის ბანკთან მე პირადად ველაპარაკე აზიის ბანკის ხელმძღვანელობას, რათა ეს ნაპირსამაგრი სამუშაოები საბოლოოდ დამთარებულიყო ბათუმში. ჯერჯერობით ეს პროექტი, ყოველ შემთხვევაში არის ჩაკარგული. მე იმედი მაქვს, რომ ეს არის გაუგებრობა და ყველა ის ვინც ეს პროექტი გააჩერა, ან შეაჩერა, ან ეჭვის თვალით უყურებს ჩემს ჯინაზე, მოდით დაივიწყეთ ჩემი არსებობა და ამ შტორმა გაგვახსენოს, ყველას, რომ ამ ქალაქს ემუქრება ზღვით წაღების საფრთხე. აქედან გამომდინარე ეს პროექტი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი", _განაცხადა სააკაშვილმა.