დღეს, 26 მარტს, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბის წევრები გორში ჩვლენ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გორში სტიქიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ადგილზე გაეცნონ და სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ.
ცნობისათვის, გორის სოფლებში 110 ნაგებობაა დაზიანებული, გორში კი 35 კორპუსი დაზიანდა. ამ დროისთვის ქალაქის აღწერა დამთავრებულია. 23 000 კვადრატულ მეტრზე დაზიანებულია სახლის სახურავები.