ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები გორშიც დააზიანა.
გორში სტიქიის შედეგად მამაკაციც დაშავდა. მის მანქანას თუნუქის სახურავის ნაწილი დაეცა.
მძღოლი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკას დღესვე დატოვებს.
გორში ძლიერი ქარის გამო, 12 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. აღნიშნული კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
შემთხვევა დაფიქსირდა ასევე, დევნილთა ჩასახლებაშიც, სადაც ორ ავტომობილს ხე დაეცა.
ძლიერი ქარის გამო, ხელვაჩაურის რამდენიმე სოფლის მოსახლეობაც დააზარალა. ამასთან, ძლიერი შტორმია ბათუმშიც, რომელმაც ერთი მეთევზის სიცოცხლე იმსხვერპლა.