მეტეოროლოგები ამ წუთებში ბათუმში შტორმის გაძლიერებას ელოდებიან. უამინდობის მიუხედავად, ბათუმის სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მაშველები 55 წლის მეთევზეს, რომელიც შტორმის დროს ზღვის ტალღებმა გაიტაცა უშედეგოდ ეძებენ. სამაშველო სამუშოებს უამინდობა აფერხებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი თევზაობის დროს ზღვაში გადავარდა და ტალღებმა ჩაითრია. უბედური შემთხვევა საღამოს საათებში, სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
წუხელ დაფიქსირებულმა 6-ბალიანმა შტორმმა მთლიანად დატბორა რუსთაველისა და ხიმშიაშვილის ქუჩები. წაიღო საფეხმავლო ხიდი ახალ ბულვარში. ტალღებმა რესტორან "უკრაინოჩკას" და "გრანდგრილში" შეაღწიეს.
მთლიანად დაიტბორა ადლიის სანაპირო ზოლი და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.
სპეციალისტების თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, მსგავსი სიმძლავრის შტორმი ბათუმის სანაპიროზე არ დაფიქსირებულა.
სინოპტიკოსები აჭარაში გამოდარებას დღის ბოლოსკენ პროგნოზირებენ.