ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა.
სოფელ შუშანეთში, ჭარნალსა და სამებაში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მსგავსი სიმძლავრის ქარი არ ახსოვთ.
სიტუაციას ადგილზე სამივე სოფლის რწმუნებული გაეცნო. მათი განცხადებით, დათვლილია ზარალი და მონაცემები მუნიციპალიტეტის გამგეობებს გადაეზავნება.
მოსახლეობას ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს.
ამასთან, შტორმია ბათუმშიც, რომლის შედეგადაც ერთი მეთევზე დაიკარგა. დატბორილია რამდენიმე ქუჩა.