იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ მემარცხენე ცენტრისტების ლიდერს პიერ ლუიჯი ბერსანის ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა.
დერსანის დემოკრატიულმა პარტიამ თებერვალში ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის ქვედა პალატაზე კონტროლი მოიპოვა, თუმცა მას მხოლოდ რამდნეიმე ხმა დააკლდა იმისათვის, რომ სენატშიც მოეპოვებინა უმრავლესობა და უფლება იმისა, რომ თავად მოეხდინა მინისტრთა კაბინეტის ფორმირება.
შექმნილ სიტუაციაში ნაპოლიტანო აწარმოებდა კონსულტაციებს იტალიელ პოლიტიკოსებთან და მისაღები კომპრომისის მოძებნას. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება ნაპოვნი ვერ იქნა იტალიაში ახალი არჩევნები ჩატარდება.