ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გადაწყვეტილებით, გამსახურდიას სასამართლო პროცესი 20 თებერვალს, 15:30 საათზე განახლდება.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ადვოკატ ქეთი ბექაურის წინააღმდეგობა მოჰყვა. მისი თქმით, ეს დრო საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ბრალდებულთან პოზიციები შეაჯეროს. ადვოკატის განცხადებით აუცილებელია, რომ საქმეში ჩადებული ახლი სამხილები - ვიდეოაუდიომასალა, ცოტნე გამსახურდიამაც ნახოს.
ბექაურმა პროცესის უფრო ხანგრძლივი დროით გადადება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი წინადადება არ გაითვალისწინა, არგუმენტად კი ცოტნე გამსახურდიას შიმშილობა და ფიზიკური მდგომარეობა დაასახელა.