გახმაურებული ბესტსელერის, "ჰარი პოტერის" ავტორს, ჯოან როულინგს, პლაგიატორობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" იუწყება.
საქმე ეხება როულინგის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებს - "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი". ინგლისელი მწერალი, ვინმე ენდრიუ ჯეიკობსი, აცხადებს, რომ როულინგმა და მისმა გამოცემლებმა მას სიუჟეტი მოჰპარეს. ჯეიკობსის თქმით, როულინგის "ჰარი პოტერში" მისი წიგნის - "ჯადოქარი ვილის თავგადასავლის" სცენარი მეორდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯეიკობსმა თავისი წიგნი როულინგზე ადრე დაწერა.
ენდრიუ ჯეიკობსმა მილიონერი ჯოან როულინგის წინააღმდეგ სასამართლოში უკვე აღძრა სარჩელი და გამარჯვების იმედიც აქვს. მისი ადვოკატების განცხადებით, ეს "მილიონიანი საქმე" იქნება.
თავად '"ჰარი პოტერის" ავტორი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ არც მწერალ ჯეიკობსის სახელი გაუგია როდესმე და მით უმეტეს, მისი წიგნი არ წაუკითხავს.