სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს სხვადასხვა შემეცნებითი სახის ლიტერატურა გადასცა.
მინისტრმა წიგნები მაღაზიაში საკუთარი გემოვნებით შეარჩია. მათი უმრავლესობა ენციკლოპედიური ჟანრისაა, რაც ხათუნა კალმახელიძის თქმით, ხელს შეუწყობს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების განათლების დონის ამაღლებას და ცოდნის გაღრმავებას.
"ცხოვრებაში ერთ შეცდომას ყველა უშვებს და მინდა აქ გატარებული დრო მათ უქმად არ დაკარგონ"-აღნიშნა მინისტრმა.
ხათუნა კალმახელიძემ დასძინა, რომ არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მყოფთა ფსიქო-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში შემდგომ სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, სამისნიტრო სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.