გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები სავაჭრო ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ბაზარი ერთი წლის წინ უცხოელმა ინვესტორმა შეიძინა. ახალ ობიექტს კი ქალაქიდან მოშორებით აშენებენ.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ იქ მათ უფრო მეტი გადასახადის გადახა მოუწევთ. გორის ბაზარში დღეს პარლამენტარი თამაზ შიოშვილიც მივიდა, რომელიც აქციის მონაწილეებს ვითარებაში გარკვევას დაჰპირდა.