საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ამინდის პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტში განუცხადეს, ხვალიდან გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს.
სინოპტიკოსების განცხადებით, დედაქალაქში ხვალ სუსტი ქარია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +9 გრადუსამდე აიწევს.
მათივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხვალ ნალექი შეწყდება. დასავეთ საქართველოში ტემპერატურა +15 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში +6 +11 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები შემდეგ დღეებშიც უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
მთიან და მაღალმთიან რაიონებში ხვალიდან თოვა შეწყდება. აჭარაში კი, ამ დროისთვის შტორმის საშიშროება აღარ არსებობს.