აჭარაში წუხელ ოთხბალიანი შტორმი დაფიქსირდა. აჭარის საგანგობო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე აღნიშნავს, რომ ეს საგანგაშო ნიშნული არაა. თურმანიძის განცხადებით, წუხელ უფრო ძლიერ შტორმს ელოდებოდნენ.
"ღამემ ჩაიარა ნორმალურად. ციკლონმა ალბათ აგვიარა გვერდი. დაფიქსირებული ოყო ოთხ ბალიანი ღელვა, 18 მეტრი წამში ქარი. ამ ეტაპზე ნორმალურადაა ყველაფერი. თუ ეს ამინდი შევინარჩუნეთ დღეს, ხვალიდან უკვე უნდა გამოიდაროს", - განაცხადა თურმანიძემ.
რეგიონში სიტუაცია ამჟამად სტაბილურია. მიუხედავად ამისა, სამაშველო სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.