შინაგან საქმეთა სამინისთოს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის, კონსტიტუციური უსაფრთხოების სამართველოს და პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს, ორგანიზებული თაღლითური ჯგუფი: წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი 1964 წ.დ. ნუგზარ მაზანაშვილი, 1980 წ.დ. ნინო შალამბერიძე, 1975 წ.დ. ბესიკ კვირიკაშვილი, 1986 წ.დ. ლაშა კლდიაშვილი და 1985 წ.დ. მამუკა მეზურნიშვილი.
ნუგზარ მაზანაშვილის დაარსებული ჰქონდა "უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, (უდსო)-ს" სახელწოდებით, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. ნ.მაზანაშვილის დავალებით ზემოთ აღნიშნული პირები შედიოდნენ სასურსათო მაღაზიებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოტივით, რის შედეგდაც მეპატრონეებს რაიმე დარღვევის აღმოჩენის შედეგად აიძულებდნენ, ჯარიმის ოქმის შედგენის სანაცვლოდ, გაწევრიანებულიყვნენ ,,უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია"-ში და ასევე ჰპირდებოდნენ მათი უფლებების დაცვას. გაწევრიანებულებს კი თაღლითურად სძალავდნენ 20-დან 30 ლარის ოდენობით, რის შემდგომ აფორმებდნენ ხელშეკრულებას და მაღაზიის მეპატრონეები ვალდებულები იყვნენ, რომ ყოველი თვის 5 რიცხვში, ბანკში, მათ მიერ მიცემულ ანგარიშზე, გადაერიცხათ ზემოთ მითითებული ორგანიზაციის სახელზე. გადაუხდელობის შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ 500 ლარიანი ჯარიმით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს ქ. მცხეთის პოლიციის სამმართველო.