ძლიერმა ქარმა წუხელ თბილისში, 20-მდე სახლის სახურავი დააზიანა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის სამაშველო სამსახურში განუცხადეს, წუხელ ქარის გამო, მოსახლეობის მხრიდან 20-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
მათი ინფორმაციით, მოსახლეობას სერიოზული ზიანი ჯერჯერობით არ მიუღია. გამოძახებები კი ძირითადად, გლდანი-ნაძალადევისა და საბურთალოს მოსახლეობისდან შევიდა და სახურავების დაზიანებას შეეხებოდა.
სამაშველო სამსახურში ქართან დაკავშირებული გამოძახებების ინტენსიობა შემცირდა, თუმცა ზარები ამ დრომდე ფიქსირდება.
ამასთან, შსს-ს სსიპ „112"-ის დეპარტამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სინოპტიკოსები 18 მარტიდან ამინდის მკვეთრ გაუარესებას და ძლიერ ქარებს პროგნოზირებენ, რომელიც შესაძლოა მომდევნო 3 დღე გაგრძელდეს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში "112" განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს.