შეწყალების ახლი ტალღა იწყება. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, რამდენიმე დღეში პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, რათა მან შეწყალების აქტი გამოსცეს.
კომისიამ უკვე დაიწყო წინასწარი საქმეების განხილვა.
ელენე თევდორაძის განცხადებით, კომისია განიხილავს მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებულ განაცხადებსაც, ოღონდ ამ შემთხვევაში გამონაკლისი მკვლელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ჯგუფური დანაშაული იქნება
"დავამუშავებთ იმ განცხადებებს, რომლებიც შემოვიდა დეკემბერში, ნოემბერში და თებერვლის პირველ ნახევარში", - აცხადებს ელენე თევდორაძე.
პატიმრები, რომლებსაც შეწყალება შეეხებათ ციხეებს აღდგომისთვის დატოვებენ.