ხვალ, 18 მარტს, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში პოლიციის ახალ შენობას გახსნის.
შსს ინფორმაციით , ახალ შენობაში უწყების რამდენიმე სამსახური: ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ფოთის საქალაქო სამმართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ფოთის განყოფილება, დაცვის პოლიციის სამმართველო, დროებითი მოთავსების იზოლატორი და სხვა ქვედანაყოფები განთავსდება.
აღნიშნული სამსახურები აქამდე სხვადასხვა შენობებში ფუნქციონირებდა.
ქალაქის ცენტრში მდებარე პოლიციის ოთხსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთში დღემდე მოქმედ 4 საპატრულო ეკიპაჟს კიდევ ერთი ეკიპაჟი დაემატება.