საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ათენის აკე-ის ფეხბურთელს გიორგოს კატიდისს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა სამუდამოდ აუკრძალა.
გადაყვეტილების მიზეზი ფეხბურთელის ჟესტი გახდა, როდესაც მან გატანილი გოლის შემდეგ, ხელით ნაცისტური ჟესტი გამოსახა.
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კატიდისის ჟესტი "ნაცისტების ყველა მსვერპლის შეურაცხყოფაა".
ფახბურთელმა უკვე ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო და განმარტამ , რომ მისთვის უცნობი იყო აღნიშნული ჟესტის მნიშვნელობა.
არაა გამორიცხული კატიდისის მშობლიური კლუბიც დაისაჯოს.
აეკ-ის გულშემატკივრები კი ფეხბურთალთან კონტრაქტის შეწყვეტას მოითხოვენ.