უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა იმ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმებისთვის, რომლებიც რუსეთის თავდაცვითი კომპლექსის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
„ჩვენი მებრძოლები აგრძელებენ უკრაინაზე რუსეთის დარტყმებზე ადეკვატურ პასუხს. რიაზანის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა. ჩვენი შორი მოქმედების იარაღი გამოყენებული იყო პერმის მხარესა და თათრეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ, ასევე კურსკის ოლქში დარტყმითი დრონების შენახვისა და გაშვების ადგილზე.
ასევე დაზიანდა სამიზნე შავი ზღვის აკვატორიაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.