აჭარის საგანგებო სიტუაციების სააგენტო, აჭარაში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელია ზღვაში შტორმები და ქარბორბალები.
"სააგენტოში შემოსული ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღეიდან გაუარესდება ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით აჭარაში. მოსალოდნელია ზღვაში შტორმები, შეიძლება ქარბორბალებიც. ასევე, თოვლი, ქარი და წვიმები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სააგენტო გადასულია მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზე. მუშაობის საგანგებო რეჟიმი ალბთ სამ დღეს გაგრძელდება", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.