ხვალ, 18 მარტს, სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერებას და ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ვარაუდობენ.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ხვალ ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა. ქარის სიჩქარე 10-15 მ/წამი იქნება. ბარში + 2 +7 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, მთაში -1 +4, მაღალ მთაში კი -4 +1.
აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდება როგორც ნალექი, ისე დასავლეთის ქარის სიჩქარეც. ბარში იწვიმებს, მთაში კი მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ქარბუქი. ქარის სიჩქარე შესაძლოა 30 მეტრწამსაც მიაღწიოს. ტემპერატურა აქაც დაიკლებს და ბარში 4_9 გრადუსი დაფიქსირდება, მთაში 0_5, მაღალ მთაში კი -5_0 გრადუსი.
მასალის გამოყენების პირობები