თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე გადაწყდება გაერთიანდება თუ არა გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული ორი საქმე - დავით ბაჯელიძის განზრახვ მკვლელობის და იარაღის უკანონო შენახვა ტარების ბრალდება.
პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართება, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მანანა არჩვაძე - გამსახურდიას მომხრეები არიან შეკრებილები და ცოტნე გამსახურდიას დაუყოვნებლი გათავისუფლებას მოითხოვენ.
დღევანდელ პროცესს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილიც ესწრება. შატბერაშვილი მოსამართლეს ოთხი ლეიბორისტი დეპუტატის, მათ შორის შალვა ნათელაშვილის შუამდგომლობასაც გადასცემს და გამსახურდიას თავდებით გათავისუფლებას მოითხოვს.
"როცა ცოტნე გამსახურდია დააკავეს ჩვენ განვაცხადეთ, რომ პარტია თავდებად უდგება ცოტნეს და მოვითხოვეთ მისი თავდებით გათავისუფლება დღეს, ყოველივე ეს წერილობითაც გაფორმდა", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ამა წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცავებმა დააკავეს