ძლიერი ქარის გამო, წუხელ აჭარაში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.
ჩაქვში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ცეცხლის ჩაქრობას ერთდროულად ექვსი სახანძრო ბრიგადა ცდილობდა.
თავდაპირველად, ცეცხლი ნაძვის ხეებს გაუჩნდა. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი სახლებზეც გადასულიყო, თუმცა, მაშველებისა და მოსახლეობის დახმარებით ცეცხლის კერების ჩაქრობა დროულად მოხერხდა.
აჭარაში წუხელ ხანძრის სულ 15 კერა იყო დაფიქსირებული.
სახანძრო-სამსახურის წარმომადგენები ჩაქვში, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და გონიოში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
გონიოს სოფელ ავგიასა და ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში ეკალ-ბარდი იწვოდა. ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ცეცხლი საყანე ტერიტორიას გაუჩნდა.
უმეტეს შემთხვევაში, ცეცხლის გაჩენის მოსახლეობის მხრიდან დაუდევრობა იყო. ამ დროისთვის, აჭარაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.
სამსაშველო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ხანძარს მოსახლეობისთვის სერიოზული ზარალი არ მიუყენებია, თუმცა ძლიერმა ქარმა, აჭარაში რამდენიმე სახლს სახურავი ახადა, თუმცა ისინი უკვე შეკეთებულია.