ფინანსთა სამისნიტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასადახადო დოკუმენტის დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე დააკავეს ედიშერ დანელია, რომელიც ქ. ქუთაისში სერგი მესხის ქუჩაზე არსებული საბითუმო ბაზრის ტერიტორიაზე მოქმედებდა.
ედიშერ დანელია გაურიგდა ერთ-ერთ მეწარმეს საგადასახადო ინსპექციაში დღგ-ს ჩათვლის მიღებაში, მას 200 ლარის სანაცვლოდ გადასცა ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დაფიქსირებული იყო 3200 ლარის ღირებულების 20 ტონა ცემენტის რეალიზაცია, ხოლო რეალურად კი გასხვისებული იქნა მხოლოდ 10 ტონა. აღნიშნული გამო სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.