თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, საგასტროლოდ იაპონიაში მიემგზავრება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან აცნობეს.
იაპონიაში ეს დასის მეორე დიდი გასტროლია, რომელიც 24 თებერვალს ქალაქ ნაგოიაში დაიწყება და 14 მარტს ტოკიოში დასრულდება.
საგასტროლო ტურნე 2007 წელს იაპონიაში საბალეტო დასის პირველი წარმატებული გასტროლის დროს დაიგეგმა. პროგრამაში ამჯერად ორი კლასიკური ბალეტია - ადანის "ჟიზელი" და პროკოფიევის "რომეო და ჯულიეტა". Mმთავარ პარტიებს ამ ბალეტებში, დასის სოლისტებთან ერთად, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი იცეკვებს. ქართულ საბალეტო დასთან ერთად იაპონიაში იცეკვებს მოსკოვის დიდი თეატრის პრემიერი ანდრეი უვაროვი.
გასტროლი იაპონიის რამდენიმე ქალაქში გაიმართება: ნაგოიაში, ოსაკაში, ჰამამაცუში, ბივაკოში, ნიშინომიასა და ტოკიოში. იაპონიის დედაქალაქში საბალეტო დასს გამოსვლა მოუწევს ბუნკა კაიკანისა და უ-პორტის პრესტიჟულ 4.000 კაციან დაბრაზებში.
საბალეტო დასი თბილისიდან 20 თებერვალს გაემგზავრება.