გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცით მოვაჭრეები გაიფიცნენ. როგორც მოვაჭრეები განმარტავენ სურსათის უვნებლობის სამსახური საქონლის დაკვლის და პროდუქტის ვარგისიანობის შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას თელავის ეგრეთ წოდებული სასაკლაოდან ითხოვს, ეს კი დამატებით ხარჯებს აჩენს.
გურჯაანის ბაზრის ხორცის გამყიდველები მანამდე არ აპირებენ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილდება.
,,საქონელი ყარაჯლაში უნდა ჩაიყვანოთ და იქ დაკლათო და ,,ფორმა-2" უნდა მოიტანოთო. ტრანსპორტი არ გვაქვს, შორი მანძილია. თუ ბაზარზე ხორს ,,ფორმა-2"-ის გარეშე შემოვიტანთ 1000-ლარიან ჯარიმას დაგვიწერენ. ეს კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს ", _განაცხადა ჟურნალისტებთან ხორცით მოვაჭრე კაკო ცანკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები