საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავს სამართალდამცველები ამ დრომდე იცავენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყოფილმა პირველმა ლედიმ - მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ზვიად გამსახურდიას საფლავის ამოთხრა გადაიფიქრა, პოლიციის თანამშრომლები მთაწმინდის პანთეონში ისევ რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პირველი პირი მომხრეებთან ერთად მთაწმინდის პანთეონში გუშინ გამოჩნდნენ და ზვიად გამსახურდიას საფლავის თვითნებურად ამოთხრა სცადეს, რასაც ეკლესიისა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
მანანა არჩვაძეს პირველი პრეზიდენტის ნეშტის კოლხური კოშკის ეზოში გადასვენება სურდა, რის მოტივადაც მისი შვილის, ცოტნე გამსახურდიას პატიმრობაში ყოფნას ასახელებდა.