ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დედამ და ორმა მცირეწლოვანმა ბავშვმა ძლიერი ინტოქსიკაცია მიიღო.
შემთხვევა თბილისში, სუნდუკიანის ქუჩაზე მოხდა. ბავშვები ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში, დედა კი ე.წ. მიხაილის საავადმყოფოშია მოთავსებული.
მხუთავი აირის გაჟონვა სავარაუდოდ, გაზის გამათბობლიდან მოხდა.
ამ დროისთვის არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.