პოეტი კოტე ყუბანეიშვილი აგრარული უნივერსტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში უხეშ ჩარევად აფასებს. როგორც მან გადაცემა "აქცენტებში" განაცხადა, ეს ყველაფერი კახა ბენდუქიძის მიმართ პირადი აუტანლობის გამო ხდება.
"ეს არის უხეში ჩარევა უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში. ეს პოლიტიკური არ იყო. ეს იყო რაღაც პირადი აუტანლობა კახა ბენდუქიძის, რომელიც რა ვიცი, რა... კახა ბენდუქიძე ჯერ ერთი პერსონაჟია, მერე ვაკეში დაბადეულია, პროფესორის შვილია. "საროჩკაშიც" და მაისურშიც უკეთესად გამოიყურება, ვიდრე - მარგველაშვილი კოსტიუმში. მე ვყევარ "ჯიპადან" მოხსნილი მარგველაშვილს, იმიტომ რომ კედელზე დავწერე ლექსი. კარგად მაინც არ ვიცოდე ვისთან მაქვს საქმე. ვის შეკვეთას ასრულებდა ნეტავ? ჩემი ასეთი გამონათქვამები "აქ რომ სიბნელეა ნათელია" და რომელი ერთი... ყველაფერი ამას ეხება. მე უბრალოდ აღარ ვიცი. ისეთი რამისკენ მიდის საქმე... თუნდაც ეს "ერისიონის" კრემლში ცეკვა და ეს არ არის თურმე პოლიტიკა... ეს ყველაფერი ისე მიდის, რომ თვითონ ევროპა იტყვის უარს, თვითონ ამერიკელები გვეტყვიან, რომ წადით თავი დაგვანებეთ, ვის დაკარგვიხართო.. ჩვენ რაღაც ევრაზიის კავშირში გვინდა. მე არ ვაპირებ საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, წინასწარ ვაცხადებ. მე მოვითხოვ თავშესაფარს თუნდაც ურუგვაიში. ვაი, ვაი, აი.. ჰოდა, პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შე..ცით. თქვენი დედა მოვტ...ნ", - განაცხადა ყუბანეიშვილმა.