18 თებერვალს, "საქართველოს ბანკის" "American Express"-ის ჯაზის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით "თბილისის ივენთ ჰოლში" პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, პრესკონფერენციაში "საქართველოს ბანკის", კომპანია "ისთერნ ფრომოუშენისა" და თბილისის მერიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. დაზუსტდება ჯაზის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი.
პრესკონფერენციას ცნობილი ღ&B შემსრულებელი ფრენკ მაკკომბი დაესწრება. სწორედ მაკკომბი გახსნის 20 თებერვალს "თბილისის ივენთ ჰოლში" ჯაზის სეზონს.