მაშველებმა მდინარე მტკვარში 75-წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქალაქ თბილის საგანგებო სიტუაციებისა და მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნოდარ ჭუმბაძემ განაცხადა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და კრიმინალისტები მუშაობენ.
,,დღეს მაშველებმა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში 75-წლამდე მამაკაცის გვამი აღმოვაჩინეთ. შემთხვევის ადგილზე გარდაცვალების მიზეზების, ასევე ვინაობის დასადგენად სამართალდამცავები და კრიმინალისტები მუშაობენ. სავარაუდოდ, ჭირისუფლების თქმით ალიოშა გვარონია რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნოდარ ჭუმბაძემ.